კომპანია ART VOICE - არტ ვოისი)-საგან ონლაინ საქონლის შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ონლაინ შეძენელი პროდუქცია მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე
- ეს წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე
კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.
დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს მხარდაჭერის ბარათი(Support tickets) სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: საგარანტიო ფურცელი, შეძენის თარიღი, შეკვეთის ნომერი, სახელი, გვარი, შეძენის დოკუმენტაცია (საბანკო გადახდის ქვითარის, ან ინვოისის რეკვიზიტები).
- მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა,
- მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
- ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
- ნივთის თავდაპირველი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების პუნქტში, ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
- ნივთის დაბრუნების პუნქტანდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებულ პირდაპირ (უშუალო) ხარჯს.
- თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
- თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის თავდაპირველი ნაკლი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს კანონისმიერი საგარანტიო პირობებით.
- დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ გადახდილი თანხა.
- ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით (არსებობის შემთხვევაში აქსესუარებით, ყურსასმენით, დამტენი, კაბელები....), და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით (არ იგულისხმება ყუთის გახსნა საქონლის შემოწმების მიზნით). ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ.ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
- ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
- მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში, შეთანხმებულ მისამართეზე.
დაბრუნების პუნქტები:
- ქუთაისი: ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #6
- ქუთაისი: ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #6
დაბრუნებას არ ექვემდებარება:
- მიწოდებული საქონელი რომელიც მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისობის მქონე საქონელი;
- ჰერმეტულად დაცული საქონელი, რომლის ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული საქონელი რომელიც მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;
- თუ მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
- თუ მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- მიმწოდებული საქონელი, რომელიც მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
- ნივთები, რომელის დაზიანება მოხდა ექსპლოატაციის პირობების დარღვევით.
- ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის ვიზუალური კვალი, განსხვავებით ჩაბარების მომენტისა, სადაც ამ უკანასკნელს აქვს ხელმოწერა, რომ ჩაიბარა გარეგნულად უნაკლო პროდუქტი.
მომხმარებლის საყურადღებოდ*
ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ: ჩაიბარეთ გარეგნულად უნაკლო პროდუქტი.
- დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა (არ იგულისხმება ყუთის გახსნა საქონლის შემოწმების მიზნით) ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.
- ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.
კანონისმიერი განანტიის პირობებია
მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე,
თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
6. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4 . მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
• მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული
მტკიცების ტვირთი:
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
ნივთის შეცვლა, ან შეკეთება კანონისმიერი გარანტიის პირველი რიგის უფლებაა, შესაბამისად გამყიდველი ვადებულია შეცვალოს ნაკლოვანი ტექნიკა, ან მომხერებელტა შეთანხმებით შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა მოცემული პირობების შესაბამისად, სერვის-ცენტრში მისი მიღების მომენტიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკაში შესაცვლელი იქნება ისეთი სათადარიგო ნაწილი, რომელიც არ იქნება ადგილზე და გამოსაწერია საზღვარგარეთიდან, მაშინ ეს ვადა გაგრძელდება 30 სამუშაო დღემდე (არ შედის შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები). იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელთან შეთანხმებით ნივთი ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის სხვა მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და დაბრუნდება გადახდილი ღირებულება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად! კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.
კანონისმიერი გარანტია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე!